კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე - მერიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არაკანონიერად - დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი იქნება ცხადი, რამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა

მერიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არაკანონიერად - დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი იქნება ცხადი, რამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა.

„რაც იყო პროექტში მოცემული, აბსოლუტურად ყველაფერი შესაბამისად იქნა გაკეთებული. ჩემთვის გაუგებარი იყო პირველივე დღეებში, როდესაც საპროექტო კომპანია გამოვიდა და საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს ჩაძირული ტუმბოები არ უნდა ყოფილიყო. მაგალითისთვის მომყავს ეს ერთ-ერთი, რაც ძალიან მენიშნა და გაუგებარი იყო ჩემთვის, თითოეული თანამშრომლისთვის, რომ თითქოს ჩაძირული ტუმბოები შადრევანში არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ეს პროექტი, ხელმისაწვდომია, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ არსებული პროექტის განხორციელებისას მოცემული იყო ჩაძირული ტუმბოები და შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა ისე, როგორც პროექტში იყო ეს გათვალისწინებული. ასევე იყო ერთი ცვლილება პროექტში, რომელიც განხორციელდა და ეს ცვლილებაც დამპროექტებლებთან შეთანხმებით იქნა განხორციელებული. მერიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არაკანონიერად. ყველაფერი იყო გაკეთებული კანონის შესაბამისად.

ყველაფერი გამოიკვეთება გამოძიების შედეგად. წინასწარ რაიმე განმარტებების გაკეთება, ვარაუდები, ეს არასწორი იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიან, ადამიანისგან, რომელიც დაინტერესებულია, რომ გაირკვეს სიმართლე. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი იქნება ცხადი, რა იყო პრობლემა, რამ ვერ იმუშავა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ მოხდა ეს ტრაგიკული და უბედური შემთხვევა," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათ შორის, ერთ-ერთი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა