ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს გამოეხმაურა

თბილისის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მიმდინარე მშენებლობების პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკრებულოს ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს. ისაუბრა დედაქალაქში კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გაკეთებულ სიუჟეტზე, მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობაზე, ამასთან, დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილ კიდევ 218 ოჯახს ბინების გადაცემა მიულოცა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისის მერია და საკრებულო, მზად არიან იმუშაონ სხვადასხვა უწყებასთან ერთად, კონკრეტული გეგმების შესამუშავებლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც დედაქალაქში კიდევ უფრო დაცულ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.

„თბილისის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მიმდინარე მშენებლობების პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექცია აგრძელებს სისტემურ მონიტორინგს, იმისთვის, რომ დედაქალაქში დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თავად სამშენებლო ობიექტების მფლობელებმაც გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა და მშენებლობის პროცესი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით წარმართონ“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უმსგავსო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება.

„პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც მიზნად საზოგადოებაში იმ ტრაგედიის განცდის გაღვივებას ისახავს, რომელიც ჩვენს ქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ეს უმსგავსობაა და სხვა არაფერი. ვფიქრობ, საზოგადოება, ნათლად ხედავს რა არის სიმართლე, რა ტყუილი და პასუხს თავად გასცემს ასეთ უსაფუძვლო ბრალდებას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო