დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო.

სააგენტოს ცნობით, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდები თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი.

მათივე ცნობით, ბენეფიციარებმა პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მემორიალური ნივთები დაათვალიერეს. გიდის დახმარებით მუზეუმში დაცულ ფოტომასალას და ხელნაწერებს გაეცნენ.

„მოზარდებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაგრძელდება. სააგენტოს ბენეფიციარებს თბილისში არსებულ სხვა მუზეუმების მონახულების შესაძლებლობაც ექნებათ. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა,“ - აღნიშნულია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო