სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა სპეციალური კურსი დაასრულეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში, პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა ორი კვირის განმავლობაში პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.

„სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით პირველად ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება