გიორგი გახარია - დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.

„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა