გოგიტა თოდრაძე ევროკავშირის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების დირექტორთა კონფერენციაში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროსტატისა (EUROSTAT) და ნორვეგიის სტატისტიკის სამსახურის მიერ ორგანიზებულ სტატისტიკის სამსახურების დირექტორთა კონფერენციაში (DGINS) მონაწილეობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება 26-27 ოქტომბერს ქალაქ ოსლოში (ნორვეგია) იმართება.

“აღნიშნული პლატფორმა1953 წელს, ქალაქ ლუქსემბურგში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ევროპის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე ევროსტატის, ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

წლევანდელ კონფერენციაზე საქართველო პირველადაა მიწვეული, მოლდოვის და უკრაინის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.

კონფერენციას ყოველწლიურად მასპინძლობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას სტატისტიკის სფეროში სტრატეგიული მიმართულებებისა და მიმდინარე მოვლენების განსახილველად.

მიმდინარე კონფერენციის თემაა “ინოვაციების მართვა ევროპის სტატისტიკის სამსახურებში“, ვინაიდან ევროპის სტატისტიკურ სისტემაში ინოვაციების დანერგვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნული მიმართულებით აქტიურ დიალოგსა და თანამშრომლობას.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინოვაციების მნიშვნელოვანი შედეგები სტატისტიკურ პროცესებში, ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობი ფაქტორები, მართვა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიები.

კონფერენციაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება, გააცნონ გეგმები და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა