ადიგენში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ადიგენში, არტემ ბალახაშვილის ქ.#19-ში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღებას შეძლებს.

„აქამდე ადიგენელებს საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტის მომსახურების მიღებისთვის ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროში ჩასვლა უწევდათ. ამჯერად, უფასო სამართლებრივი დახმარება ადიგენის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.

ადიგენის საკონსულტაციო ცენტრის ოფისი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ გახსნეს. ადგილობრივებს ცენტრის კონსულტანტი ლაშა ჯაფიაშვილი წარუდგინეს, რომელიც ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე შეძლებს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას ადიგენელებისთვის, მათ შორის: მიწის რეგისტრაცია, საბანკო ვალდებულებები, ბავშვთა უფლებები, მემკვიდრეობა და ა. შ.

გახსნის ცერემონიის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, მიღების კრიტერიუმების, სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალური კონსულტაციები გაეწიათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო