საჯარო ლექცია „კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია“ გაიმართება

31 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან თანამშრომლობით, საჯარო ლექციას „კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია" გამართავს. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ - რას ეხება კიბერუსაფრთხოება, რა მოვალეობები შეიძლება ჰქონდეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, გაიგონ მეტი დასაქმების პროცესთან დაკავშირებით და დასვან შეკითხვები.

„ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს “, საბანკო ასოციაციის, „თინეთისა" და ხუთი კომერციული ბანკის - „საქართველოს ბანკის“, „ვითიბი ბანკის“, „ლიბერთი ბანკის“, „ბაზისბანკისა“ და „პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას კომერციული სექტორის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ექსპერტები მიიღებენ. მომხსენებლები კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის მნიშვნელობასა და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევებზე ისაუბრებენ.

სპიკერები:

დავით პაპუაშვილი, სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს ეროვნული ბანკი. მოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოება მარეგულირებლის ყოველდღიურ საქმიანობაში“.

ზაზა გაბაშვილი, ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების მენეჯერი, TNET. მოხსენების თემა: „ინტერნეტის საფრთხეები; როგორ დავიცვათ თავი მათგან“

ოთარ დანელია, მონაცემთა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, „საქართველოს ბანკი“. მოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოება, როგორც სპეციალობა, და დასაქმების შესაძლებლობები“

ინგა ქარჩავა, საბანკო მიმართულების ანალიტიკოსი, „საქართველოს საბანკო ასოციაცია“. მოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და გამოწვევები დღეს – რატომ კიბერუსაფრთხოება?“

პაატა შეთეკაური, ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ოფიცერი, „პროკრედიტ ბანკი“. მოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოების დაცვის სისტემები“

რობერტ ჩილინგაროვი, ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, „ლიბერთი ბანკი“. მოხსენების თემა: „კიბერჰიგიენა“

მოდერატორი – ნინი სიმონიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს უკვე მეორედ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერში აღინიშნება.

კამპანიის შესახებ ვრცლად https://bit.ly/3SLUgbK

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 დარბაზი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://bit.ly/3FivufV “ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია