ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო, მისი სახით საზოგადოებამ ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ირაკლი ხახუბიას სახით, „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.

მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა