კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია გაიხსნა

გაერო-ს დღისა და გაერო-საქართველოს 30- წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია გაიხსნა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალურ მიზნებთან დაკავშირებით თანამშრომლობასა და ცოდნის გაცვლის კულტურის დანერგვას.

ღონისძიებაში მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა მიიღეს. ღონისძიების დამსწრეებს ვიდეომიმართვით გაეროს DESA EAPD-ის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერმა, დოქტორმა ნამსუკ კიმიმ მიმართა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, დღეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაეროს მხარდაჭერით მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც ამ კუთხით უნიკალურია.

„ლაბორატორია ქვეყანაში აქცენტს მდგრადი განვითარების მიზნების უფრო მეტ პოპულარიზაციაზე და სამთავრობო, ბიზნეს, ანალიტიკური სექტორის მაქსიმალურ ჩართულობაზე გააკეთებს. პრიორიტეტული მიმართულება იქნება - ,,მიზანი 12”. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი წარმოება და მოხმარება გვჭირდება. ამ კუთხით ლაბორატორია უმასპინძლებს არაერთ დისკუსიას, ვორქშოპს, კონფერენციას. ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წინადადებებს ყველა რელევანტური მხარისთვის. ძირითადი ნაწილია ცირკულარული ეკონომიკა, სიღარიბის შემცირება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეძლებენ ამ ლაბორატორიაში აქტუალურ დისკუსიებში მონაწილეობას, სადაც პრაქტიკოსები სახელმწიფო, კერძო და ანალიტიკური სექტორის მხრიდან ჩართულები იქნებიან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

როგორც გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა განაცხადა, მდგრადი განვითარების მიზნები, ეს ის საკითხია, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს.

„ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ამ ლაბორატორიის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ 17 მიზნის მიღწევის თემაზე იმსჯელონ და მთავრობის წარმომადგენლებს ესაუბრონ. რა თქმა უნდა, ყველა მიზანი ურთიერთდაკავშირებულია, არცერთი არ დგას ცალკე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მიზანი 12“, რომელიც მდგრად მოხმარებას და წარმოებას ეხება. აქ, ძირითადად საუბარია ნარჩენებზე, იმისთვის, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ნარჩენების მართვას, როგორც სასურსათო ნარჩენებს, ასევე სხვა სახის ნარჩენებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პლანეტა, ჩვენ არ გვაქვს პლანეტა ბ, რომელზეც გადავალთ. აუცილებელი ამ მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობა, მსჯელობა და ქმედება“,- განაცხადა საბინე მახლმა.

ცნობისთვის, 77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, გაეროს ქარტია ძალაში შევიდა და ოფიციალურად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა. ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოში აღინიშნება, როგორც გაერთიანებული ერების დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო