ჩეხეთის ელჩი საქართველოში და ჩეხეთის პარლამენტის სენატის დელეგაციის წევრები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ესტუმრნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და ჩეხეთის პარლამენტის სენატის დელეგაციის წევრები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ესტუმრნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სენატორებმა, ელჩმა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ის სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერეს, რომელიც კლინიკას ჩეხეთის მთავრობის სახელით გადაეცა.

„რუხის საავადმყოფოს სამედიცინო შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას დიდი წვლილი მიუძღვის. კლინიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გაძლიერების მიზნით რუხის საავადმყოფოს ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში ასევე მოქმედებს სხვადასხვა პროექტი, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან მის მართვაში არსებული კლინიკების თანამშრომლების გადამზადებას ითვალისწინებს. რუხის კლინიკასა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩეხეთის მთავრობა ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვაშიც ეხმარება.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩეხეთის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა იმყოფებოდნენ. სტუმრებს კლინიკაში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გვანცა გასვიანი, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა და რუხის საავადმყოფოს მმართველი დავით შონია შეხვდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს