სამედიცინო ჰოლდინგი თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო ჰოლდინგი თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო დაიხურა სიმართლეს არ შეესაბამება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის გაზაფხულზე თბილისში იხსნება ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დააკმაყოფილებს, საერთაშორისო სტანდარტებს და აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინფექციური კლინიკა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს ინფექციური დაავადებების მართვას, მოზრდილთა და ბავშვთა მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაა, ამ მიზნით უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც 2025 წლიდან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას დაავალდებულებს,“ - ნათქვამია სამედიცინო ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს