პიანისტ გიორგი ბერიაშვილის ლექცია - კონცერტი „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“ გაიმართება

31 ოქტომბერს, საათზე, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი გიორგი ბერიაშვილი ლექცია-კონცერტს სახელწოდებით, „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“ გამართავს, კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე ისაუბრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ლექცია-კონცერტზე დამსწრეები გიორგი ბერიაშვილის შესრულებით კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს მოისმენენ.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით