STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი ცხადდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და STEM მასწავლებელთა ასოციაცია STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს „STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი“. ინფორმაციას ილიაუნი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია, გამოავლინოს STEAM მიმართულებით აქტიური და მოტივირებული მასწავლებლები, რომელთა მიერ დაგეგმილი STEAM სასწავლო აქტივობები სწავლების პროცესზე დადებითად აისახა.

კონკურსის პარტნიორები არიან: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი, განათლების სკოლა, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და განათლების კოალიცია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული საჯარო და კერძო სკოლების სამივე საფეხურის STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებს, რომლებიც ამა წლის 15 ნოემბრის ჩათვლით (23:59 საათი) ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას შეავსებენ.

კონკურსის ელექტრონული აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3TUX3Aa

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 23:59 საათი

კონკურსის პირველი ეტაპი: აპლიკაციების შერჩევა

მეორე ეტაპი: აპლიკაციის განხილვის საფუძველზე შერჩეული მასწავლებლები ჩაწერენ ვიდეოს, რომელიც STEAM პროექტებზე მუშაობის მათ გამოცდილებას ასახავს.

მესამე ეტაპი: გასაუბრება და ფინალისტების გამოვლენა

მეოთხე ეტაპი: ფინალისტები თავიანთ მატერიალურ პროდუქტს საგამოფენო სივრცეში წარმოადგენენ. ჟიურის წევრები საპრიზო ადგილის მფლობელ მასწავლებლებს გამოავლენენ. დასახელდება წლის საუკეთესო STEAM ინოვატორი მასწავლებელი.

ჯილდო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის წარმატებული მასწავლებლების წასახალისებლად გამოყოფს საპრიზო ფონდს 3500 ლარის ოდენობით, რომელიც ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით სრულად ან ნაწილობრივ ერთ ან რამდენიმე მასწავლებელზე გადანაწილდება.

პროექტის მიზანია STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მათი მოტივაციის გაზრდა; STEAM მიმართულებით სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით; STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა; მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში.

პროექტი სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობებს წაახალისებს, რაც, თავის მხრივ, აისახება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის განვითარებაზე.

პროექტის პარტნიორები არიან: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა, ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALIS, განათლების კოალიცია.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს