თინათინ ნიბლოშვილმა 2021-2022 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2021-2022 წლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის VI და VII მოწვევის საკრებულოში, პროპორციული წესით არჩეული წევრის უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე სხვა ადგილობრივ და სახელმწიფო სამსახურებში გამართული სხდომების მუშაობაში, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობაში მის ჩართულობასა და სხვა სამუშაო პროცესებზე.

„თინათინ ნიბლოშვილმა პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას - საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ სხდომებს, საბჭოს ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და აქტივობებს დაუთმო.

მისი თქმით, წლის განმავლობაში საბჭოს მიერ ინიცირებულ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია საინფორმაციო კამპანია "შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომლის მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის ცნობიერების გაზრდაა. კამპანია საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი აქტივობა ჩატარდა, მათ შორის, „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომელიც მსოფლიოში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

თინათინ ნიბლოშვილი ანგარიშში ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის მზადების პროცესს შეეხო.

თინათინ ნიბლოშვილმა, ინფორმაცია წარადგინა მისი, როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრისა და ასევე ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის რანგში გაწეული მუშაობის შესახებ. ყურადღება აღნიშნული კომისიებისა და ფრაქციის სხდომებზე განხილულ პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა.

თინათინ ნიბლოშვილმა ასევე, საანგარიშო პერიოდში მისი ინიციატივით გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა, მათ შორის პროექტზე „კინო ყველგან“, რომლის მიზანი, ქართული კინოს პოპულარიზაცია, ღია კინო ჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის უბნებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა იყო. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, ასევე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

წლიური ანგარიშის წარდგენის საკრებულოს წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძე, დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, სხვა მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს