ირაკლი ქარსელაძე შვედეთის ელჩს, ულრიკ თიდესტრომს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

მინისტრმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების, არასახიფათო ნარჩენების მართვის და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და ამ სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგებსაც.

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო ჭრილში. ასევე, გააცნო ელჩს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარების ძირითადი მიმართულებები.

ულრიკ თიდესტრომმა მაღალი შეფასება მისცა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების პროგრესს. მან, ასევე, დადებითად შეაფასა ქვეყნის მოკლე და საშუალოვადიანი ხედვები და განვითარების სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პოტენციალის გაზრდისა და გამოყენებისათვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს „შვედეთის განვითარების სააგენტოს“ მიერ გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისათვის. შეხვედრის მხარეებმა აღნიშნეს სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლობის წარმატება და ისაუბრეს მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ შვედეთის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა. მან ასევე, აღნიშნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა და დაადასტურა შვედეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა