„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში “ტოიოტას ოცნების ავტომობილი - Toyota Dream Car Art” მონაწილეობისთვის იწვევს.

„ტოიოტას“ განცხადებით, ტრადიციულ საერთაშორისო კონკურსში ჩართვა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, რომელიც შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და საკონკურსო ნახატს - „ოცნების ავტომობილს“, 2023 წლის 3 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით, მშობელთან ერთად, წარადგენს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან ამავე მისამართზე გაგზავნის ფოსტით (დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 032 2511).

„ტოიოტას“ ხატვის გლობალური კონკურსის ფინალში მოსახვედრად, პირველ ეტაპზე, ბავშვებმა მონაწილეობა ადგილობრივ კონკურსში უნდა მიიღონ.

კომპანიის ცნობით, კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შეარჩევს 9 საუკეთესო ნახატს, რომლებიც იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.

„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობების, სარეგისტრაციო ფორმისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3FamPfv

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ადგილობრივი კონკურსის შედეგები 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება, საერთაშორისო კონკურსის შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი.

ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა