თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს წევრმა ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საბჭოს მიზანია უზრუნველყოს თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ნინო რუხაძემ პრეზენტაციის დაწყებისას აღნიშნა, რომ 2019 წლიდან ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) წევრი და ვიცე-პრეზიდენტია. ამავდროულად, ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესში (UCLG) ათეა-ს დელეგატი. ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მიზანი კი საქართველოს მუნიციპალიტეტების, როგორც ევროპული მუნიციპალიტეტების ოჯახის განუყოფელი ნაწილის, პოზიციონირება და საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.

ნინო რუხაძემ ყურადღება გაამახვილა უკრაინელი დევნილების მხარდაჭერის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულობაზე, როგორც მან აღნიშნა - თბილისში უკრაინელი დევნილების მასობრივი შემოდინების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების დროული მოგვარების მიზნით თბილისის საკრებულოსთან შეიქმნა უკრაინელი დევნილების მხარდაჭერის საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და მოხალისეები, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

ანგარიშის წარდგენისას ნინო რუხაძემ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, აგრეთვე სხვადასხვა სახის აქტივობებში, რომელთა მიზანი გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წლიური ანგარიშის პრეზენტაციას საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა