საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელ ბექა ფერაძესთან ერთად, ევროპის საბჭოს პროგრამის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“, მენეჯერ მარგარიტა გალსტიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა პროექტის მიმდინარეობასა და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს. განიხილეს შრომის ინსპექტორთა პროფესიული ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ თავიანთი მანდატის განხორციელება.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს, საქართველოს შრომის ბაზარზე, შრომითი უფლებების სფეროში არსებული გამოწვევები და ნორმების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.