ანონსი 28 ოქტომბერი

28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში” წარდგენა გაიმართება.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი ჰაიდი გრაუ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა.
საკონტაქტო: თამუნია ჭინჭარაული - 591 70 10 70; თამარ ბუხრაშვილი - 599 37 37 19
28 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება.
კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით დაინტერესებული მხარეები, მათ შორის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
მის: კოსტავას 14, სასტუმრო „სტამბა“
საკონტაქტო: რუსკა ჭაბუკიანი 599 56 42 20; ლანა ბერიძე -595 10 70 60
28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კვლევის „2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე & რეკომენდაციები“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: ვარდების რევოლუციის მოედანი N1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206
28 ოქტომბერს, 11:20 საათზე, აეროპორტში, გაფრენის დარბაზში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი უკრაინელ დევნილთა მხარდაჭერის საინფორმაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
საკონტაქტო: 599 70 05 12
28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „პირველის“ და მაია მამულაშვილის მიმართ გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება.
საკონტაქტო: დიმიტრი გაბუნია - 595 25 88 88
28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწვეტილება, რითაც თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე, ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა.
მის: აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.
28 ოქტომბერს, 14:30 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრესკონფერენციას გამართავს.
28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ წიგნის - „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი.
მის: მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო „სტამბა“, დ ბლოკი, მეორე სართული.
28 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, პროექტის ფარგლებში „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ კიევის „კამერატას“ მუსიკოსები კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეასრულებენ ბეთჰოვენის ნაწარმოებებს, ცნობილ პიანისტ ალექსანდრე კორსანტიასთან და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
კონცერტს უდირიჟორებს ცნობილი დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი.
საკონტაქტო: თამარ კირვალიძე 577403734

























