გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, თავისუფლების, ენერგეტიკების, ავჭალის, ჭიჭინაძის, ანდრონიკაშვილის, ნიკო კეცხოველის, ყაზბეგის, სვიმონ შოთაძის ქუჩებზე, კასკადის ტერიტორიაზე, მუხათგვერდში. 12:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს დიღომში, ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის,ნურადინ ფრიდონის, ჰუგო ჰუმბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩებზე, სოფელ დიღომში, ჩალიპირებში.

„11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში რამდენიმე საათით დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, მისაქციელი, ბურიანი, ძალისი, ვაზიანი, ერედა, ხილიანი, ცხვარიჭამია, ილტოზა, მჭადიჯვარი, ქსანი, ოძისი, ბაქაქურები, ქ.მცხეთაში მუხრანის, აღმაშენებლის ქუჩებზე.

11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ჩანადირთკარი, აბანოსხევი, საკრამული, ბულაჩაური, მლაშე, ბაგა, ქუბრიაანი, კოჭობი, საშაბურო, ლაშარის ჯვარი, ბოდორნა, ლაზვიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა