რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „აფხაზური ენის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, რუსლან აბაშიძემ სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და დამსწრე საზოგადოებას. ასევე განსაკუთრებით იმ სტუდენტებს, რომლებმაც ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

„მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები: სტუ-ის სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, ალეკო ცინცაძე და კოტე ფხაკაძე.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდინახეს" მსახიობმა სტუდენტებმა მუსიკალურ-ლიტერატურული წარმოდგენა გამართეს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო