სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან შემოვიდა

სექტემბერში, ყველაზე მეტი - 173 942.2 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ჯამში, სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 387 177.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილია - აგვისტოში ეს მონაცემი 334 266.1 აშშ დოლარი იყო.

უფრო კონკრეულად, სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია: იტალია - 36 288.7 აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები - 28 679.2 აშშ დოლარი; საბერძნეთი - 18 451.9 აშშ დოლარი; ყირგიზეთი - 18 120.6 აშშ დოლარი; ისრაელი - 16 437.4 აშშ დოლარი; გერმანია - 15 921.5 აშშ დოლარი; ყაზახეთი - 10 126.5 აშშ დოლარი; თურქეთი - 9817.5 აშშ დოლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო