ოთარ შამუგია საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის MASHAV მიერ საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ოთარ შამუგიამ ისრაელის ელჩს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაინტერესების და ჩართულობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ჰადას ესტერ მეიცადმა აღნიშნა, საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ისტორიულია, რაც ურთიერთსასარგებლო მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო