თურქეთის ელჩი პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბექა ოდიშარიას დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი საქართველოს პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბექა ოდიშარიას დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას მიმართა თანადგომის წერილით, პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბატონი ელჩი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და საქართველოს პარლამენტს“,- წერს ბექა ოდიშარია „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ დეპუატატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი 27 ოქტომბერს ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა