ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინოვაციების ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა

26 და 27 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “KIUInnovate”-ის პლატფორმის ფარგლებში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფორუმის თემა - „უნივერსიტეტების მესამე მისია: ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის“ იყო. ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და ვორკშოპები, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში და როგორ უწყობენ ისინი ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ფორუმმა გააერთიანა მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ელჩები, ჩამოსული სტუმრები აშშ-დან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „KIUInnovate“-ის პირველი ბიზნეს ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მან ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების საქმეში განათლების სისტემის მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. სტუმრებს მიესალმნენ KIU-ს საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორები და ფორუმის სხვა მონაწილეები.

KIUInnovate Business Forum აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) და TUM International-თან პარტნიორობით KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანი გახლდათ მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში. ფორუმმა თავისი შინაარსით კიდევ ერთხელ ცხადყო ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც ინოვაციების ჭრილში ბიზნესისა და ინდუსტრიის წინაშე დგას. ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტები კი მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სხვადასხვა თემატური შეხვედრა და KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენა.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://www.kiu.edu.ge/eng/innovations

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს