„საქსტატი“ - 2021 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 131.5 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 131.5 მლნ. ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 73.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო 26.7 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

„საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 65.3 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 78.7 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 21.3 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 20.1 პროცენტი წერილობით კორესპონდენციებზე მოდის, რომლის 63.0 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 37.0 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2021 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 475.5 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 4 935.3 ათასი ამანათი. 2021 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4.0 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 197 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია“, - ნათქვამია "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო