კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებს მენტორის სტატუსი მიენიჭათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ლიცეუმში სტუმრობა მასწავლებლების დაჯილდოებით დაიწყეს. მათ 6 პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის - „მენტორის“ დამადასტურებელი სერტიფიკატები და ლიცეუმის მიერ სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები „მენტორი მასწავლებელი“ გადასცეს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის, პოლკოვნიკ მალხაზ გოლეთიანის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 6 მასწავლებელი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მოღვაწეობის გამო შეარჩია. ლიცეუმის არსებობის მანძილზე ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი - „მენტორი“ მიენიჭა.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების მონაწილეობით კულტურულ ღონისძიებას დაესწრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს