თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საკრებულოს ინფორმაციით, შალვა ოგბაიძემ ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა.

ოგბაიძის თქმით, ტრანსპორტის განვითარებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 352,145.4 ათასი ლარია გამოყოფილი, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები დაფინანსებულია 40,788.9 ათასი ლარით, ხოლო საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია კი 39,714.1ათასი ლარით ფინანსდება.

„საუბარი ასევე შეეხო ზონალურ-საათობრივ პარკირებასაც და აღინიშნა, რომ დედაქალაქში 2022 წლის 1-ელ მარტიდან და 1-ელი ივლისიდან, ეტაპობრივად, განხორციელდა ზონალურ/საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება სხვადასხვა უბნებში, ჯამში მოეწყო 3 589 საპარკინგე ადგილი, მათ შორის, 81 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის 8 ადგილი.

მისივე განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა სატრანსპორტო, საგზაო თუ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

თავის მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისია უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული თბილისში სატრანსპორტო მიმართულების მოწესრიგებასა და სრულყოფაში.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე
კავკასიის უნივერსიტეტში NATO 75 საზეიმო სხდომა გაიმართა და ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი გაიხსნა
TNET-ისა და Visa-ს ერთობლივი გრანდიოზული გათამაშება იწყება
გონიო, ბათუმი: საინვესტიციო შესაძლებლობები და ურბანული განვითარება
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნება