IBSU-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული პლატფორმის საერთაშორისო  შეხვედრას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული პლატფორმის (SEEP) საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა.

SEEP-ის შეხვედრის გახსნის ღონისძიებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული 70-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი ევია კოტანი, პოლიტიკური განყოფილების მოადგილე, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, IBSU-ს რექტორი საფეთ ბაირაქთუთანი, GAU-ს პრეზიდენტი მაიკლ კაუგილი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

SEEP-ის შეხვედრა ESN-ის ყოველწლიური ინიციატივაა, რომელსაც ორგანიზება ESN Georgia-მ გაუწია. შეხვედრის ორგანიზებაში 25 ქართველი ახალგაზრდა ჩაერთო. ინიციატივა სტუდენტებს ერთმანეთის გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ISU) და თბილისის მერიის მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა.

ამ მასშტაბის ღონისძიება ESN-ის წევრ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში პირველია. ESN (Erasmus Student Network) ევროპის უდიდესი სტუდენტურ-მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ქვეყნის 15 000-ზე მეტ მოხალისეს აერთიანებს პრინციპით "სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს".

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ