მიხეილ ხიდურელი - ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის საინვესტიციო პროექტი წარვადგინეთ, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს

ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია.

„აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას უცხოელი ინვესტორებისთვის და თვიდან თვემდე სულ უფრო ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამჯერად, გამოფენაზე წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საინვესტიციო პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რაც Frost & Sullivan-ის კვლევამაც დაადასტურა“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, MRO Europe ევროპაში ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა, რომელიც ავიაციის მომსახურების, ნაწილების წარმოების, ავიახაზების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს უყრის თავს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მენეჯერული და გადაწვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას 7000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო