თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს თბილისის მერია უსაფრთხოების ზომების გატარების წინააღმდეგია, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციის დანერგვის მცდელობას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.

მათი თქმით, საუბარია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების მოწყობის ვალდებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა თბილისის მუნიციპალიტეტს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ თბილისის მერიას „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ არასდროს გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. ტერიტორია, სადაც ჯებირების განთავსება იყო მოთხოვნილი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, უსაფრთხოებისთვის უკვე ორ წელიწადზე მეტია, შემოსაზღვრულია ღობით და განთავსებულია გამაფრთხილებელი აბრები.

შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტს მოუხსნა პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო