ნაზი ჯანეზაშვილი - ვხედავთ, რომ მოსამართლეები ისეთი ჩუმები აღარ არიან, როგორც წლების წინ იყვნენ, ამას ეხება მურუსიძის დაბრუნების ერთი კომპონენტი, რადგან ხედავს, რომ შიგნით ისეთი ერთიანობა, რაც 3-4 წლის წინ იყო, აღარ არის

სახალხო დამცველობის კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის ლევან მურუსიძის დაბრუნება „თუ ვინმეს არ უნდა აწყობდეს“, ეს არის ხელისუფლება.

ჯანეზაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია მდგომარეობა, მაშინ, როდესაც საბჭოს ყურადღებას არავინ აქცევს.

როგორც ჯანეზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, მურუსიძის დაბრუნება საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს თავს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს.

ჯანეზაშვილის თქმით, მურუსიძე ხედავს, რომ სისტემაში ისეთი ერთიანობა აღარ არის, რაც 4 წლის წინ იყო და შესაბამისად, სწორედ ეს არის მისი საბჭოში დაბრუნების მოტივაციაც.

„ძალიან საინტერესო ეტაპია სასამართლოში. ზაფხულში ყველამ ნახა აშშ-ში მოსამართლეების წასვლასთან დაკავშირებით პროცესები - ერთი მოსამართლე ვერ წავიდა და სხვებმაც სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს. ამის პარალელურად ვხედავდით სხვადასხვა პოსტებს სოციალურ ქსელში, რომლებსაც მოსამართლეები ათავსებდნენ. ასევე ვნახეთ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მოსამართლეებმა დაწერეს და წარადგინეს მათი უფლებების დასაცავად. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ მოსამართლეები ისეთი ჩუმები აღარ არიან, როგორც წლების წინ იყვნენ. მურუსიძის დაბრუნების ერთი კომპონენტი ეხება ამას, რადგან ის ხედავს, რომ შიგნით ისეთი ერთიანობა, რაც 3-4 წლის წინ იყო, აღარ არის.

ყველაზე ნაკლებად თუ ვინმეს არ უნდა აწყობდეს და მოსწონდეს ლევან მურუსიძის დაბრუნება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლება. მათთვის ყველაზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ყურადღების ცენტრში. მურუსიძის დაბრუნება საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს თავს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე შეფასებით, ლევან მურუსიძის იუსტიციის საბჭოში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ბოლო პერიოდში, მისი სხვადასხვა ფორმით ყურადღების ცენტრში მოქცევა, „ამიტომ იძულებული გახდა დაბრუნებულიყო და ყველაფერს თვითონ გასცეს პასუხი“.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა