ამერიკის საელჩოს პროგრამის “საზაფხულო გამოწვევა კითხვაში” დახურვის ცერემონია გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამერიკის საელჩოს პროგრამის „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

საელჩოში პროგრამის ის მონაწილეები მიიწვიეს, რომლებმაც ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მეტი გვერდი წაიკითხეს.

მათ ამერიკის ელჩის მიერ დაწესებული და ხელმოწერილი ვერცხლის, ოქროსა და პლატინის სერტიფიკატები გადაეცათ. ამერიკის საელჩოში სერტიფიკატები გადაეცათ პროგრამის გამარჯვებულებს თბილისიდან, რუსთავიდან, თელავიდან, გორიდან, ხაშურიდან ქუთაისიდან, ყვარელიდან და წეროვანიდან. რაც შეეხება გამარჯვებულებს მარნეულიდან, ახალციხიდან, ბათუმიდან ზუგდიდიდან, ოზურგეთიდან და ხულოდან, რომლებმაც საელჩოში დასწრება ვერ შეძლეს, ისინი ღონისძიებაში ვირტუალურად ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკული სივრცეები ახორციელებენ, კერძოდ, 9 ამერიკული კუთხე, 5 ამერიკული თარო და „ბუქმობილი“-მოძრავი ამერიკული კუთხე.

შარშან პროგრამაში მონაწილეობა 3500-მა მოსწავლემ მიიღო. იმის გამო, რომ ბავშვებმა ვერცხლის და ოქროს სერტიფიკატების მისაღებად დადგენილი წაკითხული გვერდების რაოდენობას გადააჭარბეს (500 და 1000 გვერდი), წელს პლატინის სერტიფიკატი დაწესდა. ის პროგრამის იმ მონაწილეებს გადაეცათ, რომლებმაც 10 000 ან მეტი გვერდი წაიკითხეს. წელს 300-ზე მეტი პლატინის სერტიფიკატი გადაეცათ მონაწილეებს.

უკვე მეორე წელია, ამერიკის საელჩო ქართველ ბავშვებს იწვევს, მონაწილეობა მიიღონ წიგნის კითხვის საზაფხულო გამოწვევაში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 5-18 წლის მოზარდებს.

საქართველოში აშშ-ის პრესატაშეს მოადგილის, კრის იარნგის განცხადებით, „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა.

როგორც კრის იარნგი ამბობს, ის მოხარულია, რომ საქართველოში პროგრამამ ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია.

“აშშ-ს საელჩო მოხარულია, რომ შარშან წამოიწყო პროგრამა, რომელსაც ეწოდება „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ . ასევე გვიხარია, რომ წელს მეორედ ვატარებთ ამ პროგრამას. „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ დამკვიდრებული ტრადიციაა აშშ-ში და სასიამოვნოა, რომ საქართველოში ასეთი ენთუზიაზმით გაიზიარეს ეს ტრადიცია. კითხვა, განსაკუთრებით ზაფხულში, საუკეთესო საშუალებაა, რომ მკითხველებმა არა მხოლოდ ვირტუალურად იმოგზაურონ წიგნების სამყაროში, არამედ შეიძინონ ცოდნა. ცოდნა კი ძალაა. შარშან 3500 მონაწილე გვყავდა და ძალიან მიხარია, რომ წელს 5552 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა პროგრამაში.

ამ პროგრამაში მონაწილეობის ენთუზიაზმი დიდია არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენ გვაქვს 15 ამერიკული სივრცე თბილისში და რეგიონებში, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის განხორციელებაში. სტუდენტები, რომლებიც დღეს აქ არიან, ზაფხულის განმავლობაში ამერიკულ სივრცეებს სტუმრობდნენ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ წიგნის კითხვის გარდა, მათ ბევრი სხვა რამის გაკეთება შეუძლიათ ამერიკულ სივრცეში - ეს არის ინგლისურის სასაუბრო, თუ სამეცნიერო კლუბებში, ასევე სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა და მიწვეულ სპიკერებთან შეხვედრა", - განაცხადა კრის იარნგმა.

თბილისის ამერიკული კუთხის კოორდინატორი ნათელა ურუშაძე აცხადებს, რომ “საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ სრულიად საქართველოს პროექტია, რომელიც არა მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებსაც მოიცავს.

„საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არა მარტო განსხვავებული პროექტია, არამედ ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, მოვიდნენ ამერიკულ კუთხეში და აირჩიონ წიგნი. ჩვენ წიგნების არაჩვეულებრივი ფონდი გვაქვს. ახალგაზრდებმა ასევე გაიცნეს ამერიკული კუთხის საქმიანობა, ნახეს ჩვენი რესურსები, გაიტანეს უამრავი წიგნი, რამაც ხელი შეუწყო ამერიკული კუთხის პოპულარობას და მის საქმიანობას.

პროექტში ყველა ამერიკული კუთხე და თარო იყო ჩართული. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა კუთხე, ნაწილი საელჩოში, უფრო დაშორებული კუთხეები და თაროები - ვირტუალურად. ყველა საუბრობდა პროექტის მნიშვნელობაზე. ძალიან გვახარებს, რომ პროექტში ბევრი ბავშვია ჩართული. იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ჩაერთვება. „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ მეორე წელია, ტარდება საქართველოში და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მასში მონაწილეობა პატარა ასაკშიც შეიძლება. წელს თბილისში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ 3 ათასი აქტიური მონაწილე გვყავდა, რაც ძალიან გვახარებს. დღეს კითხვაში ბევრი ლიდერი გვყავს, რომლებმაც 10-20 ათასი გვერდი და უფრო მეტიც წაიკითხეს. ჩემი აზრით, წიგნების კითხვა დღევანდელი თაობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ნათელა ურუშაძემ.

თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლე კატო წიკლაურმა 10640 გვერდი წაიკითხა და სპეციალური პლატინის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

ის აღნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილეობით წიგნების კითხვა კიდევ უფრო შეუყვარდა და ინგლისური ენის ცოდნის დონეც გაიუმჯობესა.

„მონაწილეობა მივიღე აშშ-ის საელჩოს მიერ ჩატარებულ წიგნის კითხვის საზაფხულო გამოწვევაში, რომელიც ძალიან დამეხმარა, როგორც უფრო მეტი წიგნის წაკითხვაში, ასევე ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებაში. ჩემი სიტყვების მარაგიც ძალიან გაიზარდა. პროექტში მონაწილეობა აგრეთვე დამეხმარა ხალხის გაცნობაში. ამ გამოწვევაში მონაწილეობის მიღების შემდეგ მე გავხდი ამერიკული კუთხის წევრი, რითაც შესაძლებლობა მომეცა, გამეგო უცხოეთში სწავლის სხვადასხვა გზების შესახებ. პროგრამაში მონაწილეობით გაიზარდა წიგნებისადმი ჩემი სიყვარული”,- აღნიშნავს მოსწავლე.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე ლიზი ზაქარეიშვილმა პროგრამის ფარგლებში ინგლისურ ენაზე 20144 გვერდი წაიკითხა. ის ახალგაზრდა თაობას „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ მონაწილეობას ურჩევს.

„ამ პროექტის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე და ძალიან დამაინტერესა, რადგან ისედაც ბევრს ვკითხულობ. ჩემი აზრით, ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაეხმარა ყველა მონაწილეს თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ბევრი იკითხოს, რადგან განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანმა კარგად იცის ინგლისური ენა, ეს მის წინაშე უფრო მეტ შესაძლებლობას ხსნის. ისინი შეძლებენ უფრო მეტ პროექტში მონაწილეობას და მიეცემათ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა. ჩემი თაობის ბავშვებს ვურჩევდი, რომ ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა, რადგან ბევრი ახალგაზრდა საკმარისად არ კითხულობს. ეს პროექტი მოტივაციას მისცემდა მათ, უფრო მეტი წიგნი წაიკითხონ და უფრო განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები“,- განაცხადა ლიზი ზაქარეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის