გიორგი ხანიშვილი მესაქონლეობის გამოფენას „მესაქონლეობის ექსპო - Cattle Expo 2022“ დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მესაქონლეობის გამოფენას „მესაქონლეობის ექსპო - Cattle Expo 2022“ დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მესაქონლეობისა და რძის ინდუსტრიის განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

„დღევანდელ გამოფენას ვულოცავ მის მონაწილეებს, ზოგადად ქართველ ფერმერებს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები ვითარდება წარმატებით. ამ გამოფენაზე ჩვენ ვნახეთ ქართველი ფერმერების ბევრი მიღწევა. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის სოფლის განვითარების დეპარტამენტს (USDA), რომლის პროექტის ფარგლებშიც ტარდება ეს გამოფენა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ექსპოს ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა. ასევე მონაწილეობდნენ მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები.

„გამოფენის მიზანია ქვეყანაში რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია და მესაქონლეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა