სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022“ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ პირს ლაბორატორიის საქმიანობა, ვეტერინარიის მიმართულებით დანერგილი კვლევები და დიაგნოსტიკის მეთოდები გააცნეს.

მათივე ცნობით, მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კვლევების ჩატარებას.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს, გამოფენის ფარგლებში მოეწყო მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი, სადაც გამარჯვებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დმანისის სასელექციო სადგურში გამოყვანილი კავკასიური წაბლა და მეგრული წითელი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", რომელსაც ახორციელებს Land O'Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო