ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩომ დიასპორული ორგანიზაციის - „ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია “ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩომ, ჰააგაში დიასპორული ორგანიზაციის - „ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA)“ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეკრებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი ლიანა ჭუმბურიძე დაესწრნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პროფესიონალების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ აღსანიშნავია, რომ ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) 2012 წელს დაარსდა. ეს არის ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და პარტნიორობას უწევს საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ არაერთ დაწესებულებას. ის აერთიანებს ქართველ ექიმებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ.

ასოციაცია GIMPHA საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებში იგეგმება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების უფრო მეტად ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სიტემის განვითარებაში.

ქ. ჰააგაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მედიკოსმა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც სამედიცინო სასწავლო ცენტრების და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა და სხვა ოფიციალურმა სტუმრებმა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს