ანონსი 31 ოქტომბერი

31 ოქტომბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

31 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია".

31 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დისკუსიას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თემა: „პოლიტიკური ფინანსები საქართველოში: დაფინანსების წყაროები, რუსული გავლენები, ფინანსებზე ზედამხედველობა და გამჭვირვალობა“.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

31 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს პროექტის ფარგლებში - „შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები/გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი - ანა ნაცვლიშვილი, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

მის: ივანე ჯავახიშვილის ქ, #7 (ზაარბრუკენის მოედანთან)

საკონტაქტო: თეონა ჩიქოვანი - 557 412 542

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია სემეკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრიბებიან.

თემა: საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების მიერ თბილისის მერის საკრებულოში დაბარება.

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის სექტემბერი

მის: ც. დადიანის #30

31 ოქტომბერს, 11:30 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ. N11.

საკონტაქტო: 599726565

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო