პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დღეიდან განახლდება

მიმდინარე კვირიდან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენას განაახლებს.

დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძისა და სერგო მახარაძის კანდიდატურებს განიხილავენ.

კომიტეტმა უკვე მოუსმინა ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძეს, გიორგი ბურჯანაძეს, ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილს, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძეს. ომბუდსმენობის მსურველი კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო.

პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 19-მა კანდიდატმა შესთავაზა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს