კობა გვენეტაძე - ინფლაცია მარტო ჩვენ არ გაგვექცა, მთელ მსოფლიოში გაიქცა - ეს არის გლობალური გამოწვევა

ინფლაცია მარტო ჩვენ არ გაგვექცა, მთელ მსოფლიოში გაიქცა - ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა, გლობალური გამოწვევა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, დღეს ბევრ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ პიკისკენ მიდის, ხოლო საქართველოში ქვემოთ ჩადის.

„პანდემიიდან დაწყებული ინფლაციაზე გავლენა სხვადასხვანაირად მოხდა სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან სხვადასხვა პირობები არსებობდა. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ტურიზმზე იყვნენ დამოკიდებული და ამ შემთხვევაში სწორედ ტურიზმს დაარტყა პანდემიამ, უფრო დაზარალდნენ და საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა. ინფლაციის ძირითადი მასტიმულირებელი იმ პერიოდში რაც მოხდა, იყო ის, რომ დავკარგეთ ძალიან ბევრი რეზერვები, კურსი ავტომატურად გაუფასურდა და ამან იმოქმედა. თუ უფრო დეტალებში ჩავალთ, მოგეხსენებათ იქ სუბსიდია გაკეთდა, რომელმაც შეამცირა 2020 წლის ბოლოს ინფლაცია, მაგრამ, როცა სუბსიდია შეწყდა, ინფლაცია უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში გაიზრდებოდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, პანდემიის დროს შესაძლებელი იყო თუ არა ინფლაციის მართვა?! -კობა გვენეტაძემ უპასუხა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან როცა ასეთი დიდი კატაკლიზმა ხდება, ინფლაციის მართვა "შეუძლებელია ისე, რომ გადახრილი არ იყოს".

მანვე აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ მეორე გამოწვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო. მისი თქმით, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ინფლაცია შემცირდებოდა.

„რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩვენი და არა მარტო ჩვენი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების, სააგენტოების პროგნოზებით ინფლაცია ისევ შემცირდებოდა, თუმცა ამას უკვე მეორე გამოწვევა დაემატა“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა