კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 31 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - სამგორის დასახლებას, ვარკეთილის III მასივს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, კალოუბნის, შუამთის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, აეროდრომის I, II, VIII და X ქუჩებს, წულუკიძის, აბაშვილის, ონაშვილის, 17 შინდისელის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ნადარეიშვილის, ბოგდან ხმელნიცკის IV-ჩიხს, სამრეწველოს დასახლების 1 ქუჩას, საექიმოს, უჯარმის, მე-2 დოლაბაურის, აწყურის, ზინდისის, დოესის, ძევერის, გარეკახეთის, კობარეთის, შავი ზღვის, ნოსირის, თელავის, წურწუმიას, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ნიორაძის, ქურხულის, სამგორის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო