#იცხოვრევარდისფრად - ასე ეწოდება კამპანიას, რომლითაც კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიო ტენდენციას კიდევ ერთხელ შეუერთდა

#იცხოვრევარდისფრად - ასე ეწოდება კამპანიას, რომლითაც კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიო ტენდენციას კიდევ ერთხელ შეუერთდა და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბრის თვის საფინალო ღონისძიება გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევექსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰოსპიტალში თანამშრომელი ქალებისთვის ლექცია-სემინარი გაიმართა, სადაც ძუძუს კიბოს სიმპტომების, მათი ამოცნობის, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამის შესახებ იყო საუბარი. ყურადღება ადრეული დიაგნოსტიკის, მის შედეგად გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებლისა და სტატისტიკის საკითხებზე გამახვილდა.

„კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიო იმ ტენდენციასაც მიჰყვება, რომლის მიხედვითაც „ვარდისფერი ოქტომბრის“ თვის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ყველა ქვეყანაში ვარდისფერი სიმბოლოებით არის დატვირთული. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, ჰოსპიტალი 27-28 ოქტომბერს ვარდისფრად განათდა, რითაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება ქალების მიმართ, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით, მიიღონ შესაბამისი ზომები და პერიოდულად ჩაიტარონ პრევენციული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი გახსნის დღიდან აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციისა თუ მისი მკურნალობის კომპლექსურ გზას სთავაზობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს