ოთარ შამუგია - რთველმა ჩაიარა ორგანიზებულად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მთავრობის მთავარი დაპირება, რომ მიმდინარე წელს რთველი ორგანიზებულად ჩატარდებოდა, ყველა მევენახე ყურძენს სრულად ჩააბარებდა და სათანადო შემოსავალს მიიღებდა, შესრულებულია.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, კახეთში დაახლოებით 246 000 ტონა ყურძენი, რაჭაში კი, 1 570 ტონა „ალექსანდრეული“ და „მუჯურეთული“ გადამუშავდა. მისი თქმით, მევენახეების მხარდაჭერა სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება.

„კახეთსა და რაჭაში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს ლეჩხუმში და ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ რთველი ჩატარდებოდა ორგანიზებულად, ყველა მევენახე ყურძენს სრულად ჩააბარებდა და სათანადო შემოსავალს მიიღებდა და ეს პირობა შესრულებულია. რთველმა ჩაიარა ორგანიზებულად. დაახლოებით 250 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო 21 000-ზე მეტმა მევენახემ კახეთის რეგიონში, ასევე დაახლოებით 11 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს რაჭაში ჩვენმა მევენახეებმა და ლეჩხუმში პროცესი გრძელდება. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მხრიდან რთველის მხარდაჭერისთვის მიმართული იყო რესურსი სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, რათა რთველი ჩატარებულიყო ორგანიზებულად, წარმატებულად და ჩვენ მევენახეებს მიეღოთ სატანადო შემოსავალი. მთლიანობაში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს“, - განაცხადა შამუგიამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თითოეულ მევენახეს, რომელმაც მისი თქმით, შრომა გაწია, მიიღო მოსავალი და პროცესში აქტიურად და ორგანიზებულად იყო ჩართული. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ასევე,პროცესში ჩართულ თითოეულ უწყებას.

„ჩვენ მიერ წელს განხორციელებული ღონისძიებებისა და ინიციატივების შედეგად შევძელით, რომ კერძო სექტორის ჩართულობა მაქსიმალურად გაგვეზარდა. მაგალითად რაჭაში, ფაქტობრივად, სახელმწიფო კომპანიას ყურძენი არ ჩაუბარებია. მთლიანად 100% კერძო სექტორის მიერ იქნა ყურძენი ჩაბარებული. ხოლო კახეთს რაც შეეხება, ყურძნის დაახლოებით 75%-ზე მეტი ჩაბარებული იქნა კერძო კომპანიების მიერ. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა იყოს უფრო ნაკლები და კერძო სექტორმა მიიღოს ყურძენი, გადაამუშაოს და აწარმოოს ღვინო. შემდგომში ჩვენ ხელს ვუწყობთ პარალელურად გაიზარდოს ღვინის ექსპორტი, სხვადასხვა ბაზარზე მოხდეს პოპულარიზაცია, ხელს ვუწყობთ დივერსიფიცირებას და არაერთ მილიონ ლარს ვხარჯავთ იმისათვის, რომ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია გაიზარდოს პრიორიტეტულ ბაზრებზე, ამას გავაგრძელებთ მომავალ წელსაც, კიდევ უფრო მეტ რესურსებს მივმართავთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ ბაზარზე იყოს წარმოდგენილი ჩვენი ღვინო“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე