აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართა

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოგზაურთა ასოციაციის "PATA" საერთაშორისო ვორქშოპზე იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა ბიზნეს შეხვედრები დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტული კომპანიისა და ტურისტული სექტორის მთავარ მოთამაშეებთან გამართა.

B2B შეხვედრებზე კომპანიებისთვის აჭარისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შეთავაზება მიმდინარეობდა.

“მნიშვნელოვანია ევროპულ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში, დანიის სამეფოში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება საქართველო აისახოს მათ ტურისტულ პაკეტებში, რათა სკანდინავიელი ტურისტებისთვის მოხდეს საქართველოს ტურისტული მიმართულების შეთავაზება”,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

მათივე ცნობით, დანიაში გამართულ ვორქშოპს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნათელა მენაბდე. ბიზნეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში დანიის ორ ქალაქში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა. მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს