ივანე ჩხაიძე ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემაზე - თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება - ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რითაც ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემის შესახებ კითხვას უპასუხა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, მისთვის “ცნობილი არ არის, თუ რამდენად აბრუნებენ კლინიკები პაციენტებს“.

„შესაძლებელია რესპირაციული ვირუსებით მიმართვიანობა გაზრდილი იყოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება. ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, ბევრი განყოფილება. თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს. ჩემთვის ცნობილი არ არის, რამდენად აბრუნებენ კლინიკები პაციენტებს... ის მიმართვიანობა, რაც ახლა არის, სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება. შესაძლებელია პაციენტმა არ მიიღოს ჰოსპიტალური მომსახურება, თუ მას აქვს ისეთი ვირუსი, რომლის მართვაც ამბულატორიულ დონეზე შესაძლებელია. გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს. რინოვირუსით, ან სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის სახლში მკურნალობა თუ შესაძლებელია ექიმის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, გრიპის შემთხვევაში მეტი რისკებია, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

მან იაშვილის კლინიკაში არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრიდან დღემდე რესპირაციულ- სინციტიური ვირუსის 100 და გრიპის 50-ზე შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, შემოდგომა-ზამთარი გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდია.

„ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში.

შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები.

ჩვენ გრიპის ვირუსის ტიპირებას ვახორციელებთ. ოქტომბერში დაფიქსირდა ღორის გრიპის მსგავსი ვირუსი, ყველა სხვა შემთხვევაში წელს ე.წ. ჰონგ-კონგის მსგავსი ვირუსი იყო. ქვეყანაში მოსალოდნელია H3N2, ან H1N1 ვირუსების ცირკულირება”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა