„საერთაშოროსო გამჭვირვალობა“ - სახალხო დამცველმა იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა

სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივი მაუწყებელიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების - იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გატარებული ღონისძიების თაობაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის აპარატს კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში უნდა აცნობოს.

„საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ გათავისუფლებული ამ ჟურნალისტების უფლებებს, რომლებმაც ტელევიზია ცენზურის მცდელობასა და რესპონდენტების “შავი სიის” არსებობაში ამხილეს.

სასამართლოსთან ერთად, ჩვენმა ორგანიზაციამ სახალხო დამცველს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანისა და კორესპონდენტების გათავისუფლების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ბრძანებები იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის დათხოვნის შესახებ და თითოეული მათგანის მიმართ გამოიყენოს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიება. გატარებული ღონისძიების თაობაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის აპარატს კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში უნდა აცნობოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს