ზაზა ვაშაყმაძე ლატვიის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტე მედნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიური ვითარება საქართველოში და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სახელმწიფომ რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიიღო.

მისი თქმით, სააგენტოს, ტრადიციულად, ლატვიის საელჩოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს და იმედია, ეს ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება.

„შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებსა და ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხებზეც ისაუბრეს. ლატვიის ელჩი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მან ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს სააგენტოს ლატვიის კოლეგა ორგანიზაციასთან ურთიერთობების დამყარებაში“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო