სამინისტრო ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ხელშეწყობას აგრძელებს და პროგრამაში „ქართული ჩაის“ ცვლილებებს ახორციელებს

ჩაის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პროგრამაში „ქართული ჩაი“ ცვლილებით სარეაბილიტაციო ფართობის მოცულობა 5 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე შემცირდა და მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ.

მათივე ცნობით, პროგრამის „ქართული ჩაი“ ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70% დაუფინანსდება, მაგრამ 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არაუმეტეს 2 500 ლარისა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% დაუფინანსდებათ, მაგრამ 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არაუმეტეს 3 000 ლარისა.

„პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3ჰა და 300 ჰა;

„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში შესული ცვლილებებით მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკა შეისყიდონ.

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო-ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად კი, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი