ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თურქეთში, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თურქეთში, ქალაქ სტამბულში, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (Global Privacy Assembly) ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა“ 1979 წლიდან წარმოადგენს გლობალურ ფორუმს, რომელიც მონაცემთა დაცვის 130-ზე მეტ ორგანოს აერთიანებს. ასამბლეა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მიზნად ისახავს.

„წელს კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში სტამბულში, ჰალიჩის კონგრესის ცენტრში ჩატარდა. მისი ძირითადი თემა იყო: „ბალანსის საკითხი: კონფიდენციალურობა სწრაფი ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში“, რომლის ფარგლებში აღინიშნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას შორის ბალანსის მიღწევის საჭიროება. მიმდინარე წლის კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, უწყების ხელმძღვანელთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანა თოხაძემაც წარადგინა.

კონფერენცია შედგებოდა ღია და დახურული სესიებისგან. ღია სესიის ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, მოცულობითი მონაცემების დამუშავების საკითხი, ბლოკჩეინი, მეტავერსია, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა, ხოლო დახურული სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა გაწევრიანებაზე მსურველი ახალი ქვეყნების აკრედიტაციას და ასამბლეის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების ანგარიშების წარდგენას, ასამბლეის მმართველობით პოლიტიკასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების განხილვას და რეზოლუციების მიღებას. დახურული სხდომის ფორმატში ასამბლეის წევრებს წარედგინათ „რეზოლუცია დაფინანსებული სამდივნოს ჩამოსაყალიბებლად დასახული გეგმისა და ვადების შესწორების შესახებ“, რომელიც შემუშავდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მექსიკის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების თანაავტორობითა და ბერმუდის, მაროკოს, ფილიპინების, კორეის რესპუბლიკისა და ურუგვაის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მონაწილეობით. რეზოლუცია მოამზადა ასამბლეის სამდივნოს შესარჩევმა კომისიამ, რომლის წევრიც მიმდინარე წლის მაისიდან საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც არის.

დახურული სესიის სამუშაო შეხვედრის ფორმატში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი შეხვდა მექსიკის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს - გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (INAI) ხელმძღვანელებს - კომისარ ლილია იბარას, კომისარ ფრანსისკო ხავიერ აკუნა ლამასს, კომისარ ჟოზეფინა რომან ვერგარას, კომისარ ადრიან ალკალა მენდესს. ასევე, გამართა სამუშაო შეხვედრა თურქეთის, ესპანეთის, ურუგვაის, დიდი ბრიტანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და საზღვარგარეთის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და აქტივობები „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის, საუბარი შეეხო ასამბლეის ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაწილეობასა და როლს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს