ლევან იოსელიანი - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს

“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს - ეს არის უკრაინიდან გადმოთარგმნილი კანონი, რომელიც ჩვენს რეალობასთან სრულიად შეუსაბამოა , - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

“იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების ჩამონათვალში დეოლიგარქიზაციის პუნქტი ღიად არ დარჩენილიყო, უნდა ყოფილიყო პოლიტიკური კონსენსუსი, რომ ეს ცვლილებები ამ თვალსაზრისით ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის სტანდარტს აუარესებს. შესაძლებელი იყო, რომ ოპოზიციას და მმართველ პარტიას ერთობლივი განცხადებით მიემართათ ევროპული საბჭოსთვის, კომისიისთვის და ისინი, რა თქმა უნდა, ამ საკითხს გაიზიარებდნენ.

სამწუხაროდ, ორმა პარტიამ ერთმანეთის ჯიბრზე პროცესი იმდაგვარად წაიყვანა, ერთი იძახის, რომ ცუდი კანონია, მაგრამ მაინც უნდა მივიღოთ, და მეორე, ჩემდა გასაკვირად, ამ ცუდ კანონს მხარს უჭერს“ , - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა